გაბრაზებული ჟოზე | მოურინიომ მსაჯს შესვენებაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა » სპორტის ხაზი

გაბრაზებული ჟოზე | მოურინიომ მსაჯს შესვენებაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა

გაბრაზებული ჟოზე | მოურინიომ მსაჯს შესვენებაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა
30-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინდელ დერბი დელ სოლეში გამარჯვება ლუჩანო სპალეტის ნაპოლის დარჩა, რომელმაც რომა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და წინ მთელი 13 ქულით გაიჭრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომაელთა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა. როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიელ სპეციალისტს პრეტენზიები მატჩის შესვენების დროსაც ჰქონდა, რის შესახებაც Corriere dello Sport-მა დაწერა:

"როდესაც ნაპოლისა და რომას პირველი ტაიმი დასრულდა და ფეხბურთელები გასახდელისკენ გაეშურნენ, ამ დროს გვირაბში ჟოზე მოურინიოსა და დანიელე ორსატოს შორის დაპირისპირება შედგა. ორივე მათგანი განმარტებას განმარტებაზე იძლეოდა, მთავარი სასაუბრო თემა კი მატჩის პირველი ნახევარი და მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო. დიდი ალბათობით, ჟოზეს კიმისთვის ყვითელი ბარათის მიცემა სურდა, როდესაც ის აბრაჰამზე დაჯარიმდა, თუმცა ეს ეპიზოდი ორსატომ გაფრთხილების გარეშე გაატარა."

"დანიელე ორსატო მოურინიოსა და მის თანამოაზრეებს უსმენდა, შემდეგ კი ყველა მათგანი გასახდელში გაუშვა. იქამდე სანამ გვირაბში დაპირისპირება შედგებოდა, გარკვეული დისკუსია მინდორზეც შედგა, მონაწილეები კი მარიო რუი და რომას მეკარეების მწვრთნელი, ნუნო სანტოსი გახლდათ."
- წერს იტალიური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები თავიანთ მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავენ, მეტოქე კი მეჩვიდმეტეადგილოსანი სპეცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი