იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აფასებს » სპორტის ხაზი

იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აფასებს

იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აფასებს
30-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ “რომასთან” მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე 69 წუთი დაჰყო და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. “ნაპოლიმ” 2-1 იმარჯვა და 53 ქულა მოაგროვა.

ტრადიციულად რამდენიმე იტალიური გამოცემა ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა და შემდეგნაირად შეაფასა:

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: “ოსიმენზე გადამწყვეტი ასისტი შეასრულა, მაგრამ მას უკეთესი თამაშებიც ჰქონია. მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი. მეორე ტაიმში მან ჩვეული თვისებები დაკარგა და საბოლოოდ მარტივად პროგნოზირებადი გახდა.”

Calciomercato – 7 ქულა: “იგივე დღე იყო: შეუჩერებელი. საგოლე პასი ოსიმენზე და შესანიშნავი თამაში.”

90Min 6 ქულა: “ძალიან მოკრძალებული 1 იყო. ოსიმენზე საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო. ის ვერ ასახავდა იმ სტანდარტებს, რომლებსაც მიგვაჩვია.”

Tuttonapoli – 6.5 ქულა: “იუვენტუსისავით ზღაპრული ღამე არ ჰქონია, მაგრამ თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა, როდესაც ოსიმენს შესანიშნავად გადაუკიდა ბურთი და გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.”

CalcioNapoli1926 – 6.5 ქულა: “პირველი გოლის გატანის შანსი მას ჰქონდა, მაგრამ პატრისიუმ აჯობა, თუმცა შემდეგ ოსიმენს ბრწყინვალე პასი მისცა და მისი თამაში ამან გადაარჩინა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი