ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს ყიდულობს? » სპორტის ხაზი

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს ყიდულობს?

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს ყიდულობს?
29-01-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Sport წერს, კატალონიის ბარსელონა მანჩესტერ სიტის პორტუგალიელი მცველით, ჟოაო კანსელოთი ინტერესდება, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს.

პირველ რიგში, სათქმელია, რომ "ბლაუგრანას" დაცვის მარცხენა ფრთაზე უპრობლემო სიტუაცია ნამდვილად არ აქვს. თითქოს, ამ პოზიციაზე კლუბს ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ნაკლის პოვნა ყველასთვის შეიძლება, იქნება ეს "გადაბერება" თუ ზედმეტად გამოუცდელობა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელი თავად ჟოაო კანსელოს სურვილიცაა, რომელიც ბოლო პერიოდში მანჩესტერ სიტიში თავს ბედნიერად არ გრძნობს და იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებსაც გუნდის დატოვება მალევე სურთ.

დამატებით, შეგვიძლია ის ფაქტორი გავითვალისწინოთ, რომ კანსელოს აგენტი ბარსელონასთან კარგ ურთიერთობაშია, ამიტომ პორტუგალიელის ესპანურ გრანდში ტრანსფერის ალბათობა მართლაც საკმაოდ დიდია.

ცნობისთვის, Transfermarkt-ს ჟოაო კანსელო 70 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი