გიორგიმ გაიბრწყინა, ვალენსიამ კი მაინც წააგო | რა შეფასება დაუწერეს ქართველს? » სპორტის ხაზი

გიორგიმ გაიბრწყინა, ვალენსიამ კი მაინც წააგო | რა შეფასება დაუწერეს ქართველს?

გიორგიმ გაიბრწყინა, ვალენსიამ კი მაინც წააგო | რა შეფასება დაუწერეს ქართველს?
29-01-2023, 19:07
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრა, რომელშიც ვალიადოლიდმა ვალენსიას უმასპინძლა და მეტოქე გუნდი 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯენარო გატუზომ სასტარტოში კვლავ გიორგი მამარდაშვილი დააყენა, რომელმაც გენიალური მატჩი ჩაატარა, აქტივში 5 მოგერიება ჩაიწერა (რამდენიმე საკმაოდ რთული), თუმცა გოლი ბოლოსკენ, კერძოდ 90-ე წუთზე მაინც გაუშვა და ვალენსიამ ეს შეხვედრა წააგო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გოლის ეპიზოდში ვალენსიას მცველებს ჩამოეძინათ და მეკარეს ვერაფერში დავადანაშაულებთ.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 7.4 სარეიტინგო ქულა დაუწერა და როგორც მივეჩვიეთ, ეს ვალენსიას რიგებში საუკეთესო შეფასება იყო.

ამ მომენტისთვის იტალიელი სპეციალისტის გუნდი კვლავ მე-14 პოზიციაზე რჩება და გასავარდნ ზონას მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა აშორებს, თანაც ზოგიერთ კონკურენტს ჯერ კიდევ სათამაშო აქვს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი