CalcioNapoli24-ის ჟურნალისტი : 'ხვიჩას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ რომასთან ითამაშებს' » სპორტის ხაზი

CalcioNapoli24-ის ჟურნალისტი : 'ხვიჩას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ რომასთან ითამაშებს'

CalcioNapoli24-ის ჟურნალისტი : 'ხვიჩას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ რომასთან ითამაშებს'
29-01-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს რომა და ნაპოლი დაუპირისპირდებიან. მოლოდინები მართლაც დიდია, რადგან პარტენოპეი სკუდეტოსთვის იბრძვის, ხოლო "ჯალაროსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ამიტომ, ამ თამაშში მოპოვებული სამი ქულა ჰაერივით მნიშვნელოვანია.

ამ შეხვედრას ქართველი და იტალიელი გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელიან, რადგან გუნდს 2 კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა, რომელმაც კრემონეზესთან და სალერნიტანასთან ვერ ითამაშა.

21 წლის შემტევს დღევანდელ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ელიან, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდის თავკაცს, ლუჩანო სპალეტის არაფერი უთქვამს.

თუმცა, CalcioNapoli24-ის ჟურნალისტი, ლუკა კერჩიონე თავის ტვიტერის ექაუნთზე ქართველთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და დასძენს, რომ ის ხვიჩას ელაპარაკა და ქართველი რომას წინააღმდეგ ითამაშებს - "ხვიჩას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ რომასთან ითამაშებს"

CalcioNapoli24-ის ჟურნალისტი : 'ხვიჩას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ რომასთან ითამაშებს'

იტალიელი ჟურნალისტი და ხვიჩა კვარაცხელია


შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი