Preview | ნაპოლი რომას წინააღმდეგ, კვარაცხელიას დაბრუნება - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ » სპორტის ხაზი

Preview | ნაპოლი რომას წინააღმდეგ, კვარაცხელიას დაბრუნება - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

Preview | ნაპოლი რომას წინააღმდეგ, კვარაცხელიას დაბრუნება - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
29-01-2023, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ფეხბურთის ენთუზიასტებისთვის გამორჩეული საფეხბურთო დღე გამორჩეული თამაშით დასრულდება. სერია A-ს მე-20 ტურში ერთმანეთს ნაპოლი და რომა დაუპირისპირდებიან. იდეები განსხვავებულია, თუმცა მიზანი მხოლოდ ერთი, სამი ქულის აქტივში ჩაწერაა. მოკლედ, 23:45 საათზე ბრწყინვალე სანახაობა გველოდება, მანამდე კი გეტყვით ყველაფერს, რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ.

ტურს ნაპოლი 1-ელ ადგილზე ხვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს 19 ტურის შემდეგ, 50 ქულა აქვს. გუნდს ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 46 გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ნაკლები, 14 გოლი – გაშვებული. რომა სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 25 გოლი აქვს გატანილი, თუმცა 16 გაშვებული, რაც ლიგაში მესამე საუკეთესო შედეგია. ჯოზეს ბიჭებს 2023 წელს სერია A-ში 3 მოგება და 1 წაგება აქვთ, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

გუნდების მიერ ჩატარებული ბოლო თამაში



ეს გუნდები ერთმანეთს 23 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ, სადაც სტადიო ოლიმპიკოზე ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, რომელმაც დედაქალაქში 90 წუთი ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ჯოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი გახლდათ - ჯალოროსი მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 5-ჯერ შეეხო, ხოლო გუნდს კარში დარტყმა საერთოდ არ ჰქონია.

Preview | ნაპოლი რომას წინააღმდეგ, კვარაცხელიას დაბრუნება - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

იმ შეხვედრაში ხვიჩას წინააღმდეგ წესები ხშირად ირღვეოდა

ასეთი შედეგი ბოლოს რომალებმა 2015 წელს დააფიქსირეს, ისიც ნაპოლის წინააღმდეგ. იმ დროს კი იტალიურ კლუბს რუდი გარსია წვრთნიდა.

ურთიერთშეხვედრები : აუცილებლად გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ ნაპოლი რომასთან 6 მატჩია არ მარცხდება. პარტენოპეის 4 გამარჯვება და 2 ფრე აქვს. მეტიც, რომას ბოლო 9 მატჩიდან, ურთიერთშეხვედრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული.

ტრავმები



ნაპოლი დღევანდელ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება. სპალეტის ყველა ფეხბურთელის გამოყენება შეეძლება. სალერნიტანასთან წინა ტურში პარტენოპეის ხვიჩა კვარაცხელია და ჟუან ჟეზუსი აკლდა, თუმცა რომასთან ორივე მათგანი მწყობრშია.

რაც შეეხება რომას, მოურინიოს 4 ფეხბურთელი გამოაკლდება - ვაინდალდუმი და დარბო ტრამვირებულები არიან, ძანიოლოს სხვა გუნდში თამაში სურს, ხოლო ჩელიკი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ



"იტალიური ფეხბურთის დანაგვიანებულ სამყაროში, დიბალა და კვარაცხელია, მოედანზე სუფთა ენერგიასავით იქნებიან" - ამ მატჩისთვის ცალკე ინტერესს ხვიჩა კვარაცხელიასა და პაულო დიბალას დაპირისპირება იწვევს.

სტატისტიკური გამოთვლებით კვარაცხელია თამაშში საშუალოდ 0.36 საგოლე შანსს ქმნის. ამ მაჩვენებლით მესამეა პაულო დიბალა. არგენტინელი ქართველს 0.05 მეასედით ჩამორჩება.

ორივე ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატაში 7-7 გოლი აქვთ, თუმცა 21 წლის შემტევს უფრო მეტი საგოლე გადაცემა აქვს მოპოვებული (7-4).


ხვიჩასა და დიბალას სტატისტიკა სერია A-ს მიმდინარე სეზონში


გუნდების თავკაცების კომენტარები მატჩამდე



ჯოზე მოურინიო : "ფაქტობრივად სკუდეტო ნაპოლიმ მოიგო. ვულოცავ სპალეტის, მან დიდებული სამუშაო ჩაატარა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. უამრავი შეტყობინება და საჩუქარი მივიღე. პატრისიო, ზელევსკი, სპინაცოლა, იბანიესი, სმოლინგი, მანსინი, კრისტანტე, მატიჩი, პელეგრინი, დიბალა და აბრაჰამი ნაპოლისთან ითამაშებენ.

თქვენ მეკითხებით, თუ როგორ გუნდს ველი მოწინააღმდეგედ – ეს ისეთივე იქნება, როგორიც პირველ წრეში იყო. ნაპოლი ლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია, დიდებული მწვრთნელითა და ფეხბურთელებით.

მათ ზაფხულში დიდი სამუშაო გასწიეს და ერთად ჩინებულად მუშაობენ. ისინი მე-2 ადგილს 12 ქულით უსწრებენ, ინტერს კი, რომელიც სკუდეტოს პრეტენდენტი იყო – 13-ით. ეს დიდი სხვაობაა."


სპალეტი : "მოურინიოს მოგვიანებით ვულოცავ დაბადების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მან წვეულებაზე არ დამპატიჟა. ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, უსაჩუქროდ არ მივიდოდი. ის ერთ-ერთია, ვინც ფეხბურთის გლობალურ დონეს მაღლა სწევს.

სკუდეტოს შანსები? ეს ჩემი საქმე არ არის. თვლის ეს მიმართულება კარგად არ გამომდის, მათემატიკაში ძლიერი არ ვყოფილვარ. ერთადერთი რაც ვიცი – თუ მოვიგებთ უკვე 53 ქულა გვექნება.

ტაქტიკა? მე უნდა გავათავისუფლო ლობოტკა პელეგრინის მეურვეობისგან. ასევე დიბალას უნდა ვუფრთხილდეთ, რომელსაც ტამი აბრაჰამისთვის, ელ შაარავისა და სხვებისთვის შანსების შექმნა ეხერხება.

მნიშვნელოვანი იქნება ბურთის მალევე დაბრუნება მისი დაკარგვის შემდეგ."


სად ვუყუროთ ნაპოლი-რომას?

აღნიშნული მატჩის ყურება ქართულ პლატფორმაზე, SETANTASPORT-ზე შეგეძლებათ. თუ სეტანტას პაკეტი შეძენილი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეხვედრას LIVEBALL ; GOOOL.ORG ; SCORE808 - ზე ადევნოთ თვალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.