ესპანური გამოცემა : 'ფუენლაბრადამ შერმადინი ვერ შეაჩერა, ის გიგანტია' » სპორტის ხაზი

ესპანური გამოცემა : 'ფუენლაბრადამ შერმადინი ვერ შეაჩერა, ის გიგანტია'

ესპანური გამოცემა : 'ფუენლაბრადამ შერმადინი ვერ შეაჩერა, ის გიგანტია'
29-01-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, გიორგი შერმადინის ტენერიფე ფუენლაბრადას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად - 95:67 გაიმარჯვა.

"ტენერიფემ" ოთხივე პერიოდის მოგება მოახერხა. მთელი თამაში სწორედ შერმადინის გუნდის კარნახით მიმდინარეობდა. სტუმრებმა განსაკუთრებით დიდი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვეს, როცა 24:9 იმარჯვეს.

გიორგიმ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24:38 წუთი გაატარა. ამ დროში კი 20 ქულის ჩაგდება მოახერხა. ასევე ქართველმა აქტივში რვა მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. "შერმინატორი" მატჩის MVP გახდა.

ესპანური გამოცემა : 'ფუენლაბრადამ შერმადინი ვერ შეაჩერა, ის გიგანტია'

შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო

ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ კი ლიგის ოფიციალურმა საიტმა 33 წლის სპორტსმენი შეაქო და ამ სიტყვების საილუსტრაციოდ შერმადინის გამორჩეული მომენტების ვიდეოც შემოგვთავაზა - "ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მადრიდულმა ფუენლაბრადამ შინ გიგანტი გიო შერმადინი ვერ შეაჩერა"

18 ტურის შემდეგ 4 მოგებით ტენერიფე სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თურქეთში დარუშაფაკას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი