“დინამო” “ლუდოგორეცთან” დამარცხდა » სპორტის ხაზი

“დინამო” “ლუდოგორეცთან” დამარცხდა

“დინამო” “ლუდოგორეცთან” დამარცხდა
29-01-2023, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის "დინამომ" თურქული შეკრების მეორე ნაწილი გუშინ გახსნა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პირველი ამხანაგური მატჩი ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დათმო.

თამაშის დასაწყისში მეტოქე 11-მეტრიანით დაწინაურდა. დინამოელებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრეს, კერძოდ ეს იმრან ულად ომარმა მოახერხა. 87-ე წუთზე კი ამჯერად უკვე თბილისური კლუბის დაცვა შეცდა, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ვერცერთმა მცველმა ვერ ითამაშა და თავურის შემდეგ კარში აღმოჩნდა.

მომდევნო მატჩს “დინამო” 1 თებერვალს გამართავს “ჟალგირისის” წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი