VIDEO: გრანდების რისხვა | საბა ლობჟანიძის საგოლე პასი ტრაბზონსპორთან » სპორტის ხაზი

VIDEO: გრანდების რისხვა | საბა ლობჟანიძის საგოლე პასი ტრაბზონსპორთან

VIDEO: გრანდების რისხვა | საბა ლობჟანიძის საგოლე პასი ტრაბზონსპორთან
28-01-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 17:00 საათზე თურქეთის სუპერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში საბა ლობჟანიძის ჰატაისპორმა ტრაბზონსპორს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, რასაც ლობჟანიძემ გამარჯვების გოლამდე გაკეთებული საგოლე პასი მოაყოლა - იხილეთ ვიდეო, რომელსაც Geo Team აქვეყნებს.

ცნობისთვის, საბას კლუბი თურქეთის ჩემპიონატის მე-15 პოზიციას 20 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას როგორც ერთი ქულით, ისე ერთი პოზიციით უსწრებს.

რაც შეეხება თავად საბა ლობჟანიძის მონაგარს, მას ამ სეზონში 19 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც ქართველმა 1 გოლითა და 3 საგოლე პასით დაგვამახსოვრა თავი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი