VIDEO: ლოჩოშვილის თანაგუნდელმა ინტერს გამაოგნებელი გოლი გაუტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: ლოჩოშვილის თანაგუნდელმა ინტერს გამაოგნებელი გოლი გაუტანა

VIDEO: ლოჩოშვილის თანაგუნდელმა ინტერს გამაოგნებელი გოლი გაუტანა
28-01-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტური, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სიმონე ინძაგის ინტერს მასპინძლობს.

ამავე მატჩის პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. მილანელთა მხრიდან გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, თუმცა სანამ არგენტინელი გამოიჩენდა თავს, მანამდე კრემონეზეს ფორვარდმა, დავიდ ოკერეკემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ქართველი მცველი საზარდულის ტრავმის გამო განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა და ცალკე ვარჯიშს განაგრძობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დავიდე ბალარდინის გუნდი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ადგილს 8 ქულით იკავებს, მათ მოგება ჯერ კიდევ არ აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი