მოურინიოს "რომას" დატოვება სურს » სპორტის ხაზი

მოურინიოს "რომას" დატოვება სურს

მოურინიოს "რომას" დატოვება სურს
28-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" დაბრუნება სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი "რომაში" არსებული სიტუაციით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო საქმეებში საკმარის თანხას არ იყენებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "ჩელსი" მიმდინარე 2022/23 წლების სეზონში არცთუ ისე კარგად გამოიყურება, არადამაჯერებელია და ინგლისის ჩემპიონატში სულ რაღაც მეათე პოზიციას იკავებს, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულის ფონზე მოურინიო ლონდონურ კლუბში კვლავ დაბრუნდეს.

ჟოზე იტალიის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბს გასული სეზონის წინ ჩაუდგა სათავეში და კონფერენს ლიგის მოგებაც მოხაერხა. ამჟამად "რომა" სერია A-ში მეხუთე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი