დღეს ქალთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ყაზახი ელენა რიბაკინა და ბელარუსი არინა საბალენკა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სამსეტიანი გამოდგა. ჩემპიონი 24 წლის საბალენკა გახდა. მან მეტოქე 4-6, 6-3, 6-4-ით დაამარცხა და კარიერაში პირველად იზეიმა დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება.
რაც შეეხება მამაკაცთა თანრიგს, ხვალ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტეფანოს ციციპას შორის გადაწყდება გამარჯვებულის ვინაობა.