კოსტაკურტა: "ძანიოლო იმაზე ძვირია, ვიდრე რეალურად ღირს" » სპორტის ხაზი

კოსტაკურტა: "ძანიოლო იმაზე ძვირია, ვიდრე რეალურად ღირს"

კოსტაკურტა: "ძანიოლო იმაზე ძვირია, ვიდრე რეალურად ღირს"
28-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ნიკოლო ძანიოლოს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიელი "მილანის" სამიზნე იყო, თუმცა "რომას" თანხის თვალსაზრისით მაღალი მოთხოვნები აქვს. იტალიის დედაქალაქის კლუბს ნიკოლოს სანაცვლოდ ინგლისური "ბორნმუთი" 35 მილიონს უხდის. შესაბამისად, "მილანმა" ამ საქმეში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

SkySport-სთან საუბრისას "როსონერის" ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ ძანიოლოს ფასი იმასთან შედარებით მაღალია, ვიდრე ის რეალურადაა: "ძანიოლოს აქვს პოტენციალი, თუმცა ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცოს. "მილანს" იგი გამოადგება, მაგრამ ფასი იმაზე მაღალი აქვს, ვიდრე რეალურად უნდა ჰქონდეს."

ძანიოლომ 2022/23 წლების სეზონში "რომას" მაისურით 17მატჩი გამართა, სადაც მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი