"კვარა ყველასთვის" | Corriere dello Sport-ის ნომრის გარეკანზე კვლავ ქართველია! » სპორტის ხაზი

"კვარა ყველასთვის" | Corriere dello Sport-ის ნომრის გარეკანზე კვლავ ქართველია!

"კვარა ყველასთვის" | Corriere dello Sport-ის ნომრის გარეკანზე კვლავ ქართველია!
28-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ხვალ, ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.

ცხადია, ამ თამაშს საჩემპიონო რბოლაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დერბი დელ სოლეა, ხოლო დერბებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ იტალიაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

სხვათაშორის, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა, Corriere dello Sport-მა ახალი ნომრის გარეკანზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო დაიტანა, რომლის გარშემოც შემდეგ ფრაზებს ალაგ-ალაგ ვხვდებით:

"კვარა ყველასთვის, კვარა საერთოდ. ქართველი ნაპოლის უკან დაიბრუნებს. ხვალ საღამოს, ის დიბალას დაუპირისპირდება. სპალეტი კვლავ თავის არტისტს მიენდობა, რომელსაც 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს." - წერს იტალიური გაზეთი.

"კვარა ყველასთვის" | Corriere dello Sport-ის ნომრის გარეკანზე კვლავ ქართველია!

ხვიჩა კვარაცხელია Corriere dello Sport-ის ახალი ნომრის გარეკანზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი