ფოტო | რა საჩუქარი მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩის წინ? » სპორტის ხაზი

ფოტო | რა საჩუქარი მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩის წინ?

ფოტო | რა საჩუქარი მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩის წინ?
28-01-2023, 10:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ვებგვერდი, Calcionapoli24 ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიღმაც წერია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რომასთან მატჩამდე ნეაპოლელმა არტისტმა საჩუქარი გადასცა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ბოლო კვირების განმავლობაში ქართველს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის სავარჯიშო სესიებს დაუბრუნდა და ნეაპოლელი არტისტისგან საჩუქარიც მიიღო."

"ეს მისი პორტრეტი გახლავთ, რომელიც ლუკა აშიონემ შექმნა. ის ნეაპოლელი მხატვარია და ნაპოლის ფეხბურთელებს ასეთი საჩუქრებით წლების განმავლობაში ანებივრებს."

"ხვიჩა კვარაცხელია ამ საჩუქრით აღფრთოვანებული იყო და საჩუქრის გამკეთებელს დიდი მადლობაც გადაუხადა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში გამოაჩინა."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ხვალ, ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.

ფოტო | რა საჩუქარი მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩის წინ?

ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა აშიონე



ხვიჩას საჩუქარი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი