დილეტა ლეოტა: “მიხარია, ხვიჩასნაირ ფეხბურთელს რომ ვხედავ” » სპორტის ხაზი

დილეტა ლეოტა: “მიხარია, ხვიჩასნაირ ფეხბურთელს რომ ვხედავ”

დილეტა ლეოტა: “მიხარია, ხვიჩასნაირ ფეხბურთელს რომ ვხედავ”
27-01-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, დილეტა ლეოტა ერთ-ერთი გამორჩეულია თავის სფეროში. იგი DAZN-სთვის მუშაობს. ცოტა ხნის წინ მისი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც დილეტამ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა:

”ნაპოლის რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? ხვიჩა კვარაცხელიამ, რადგან მარტივი არაა იტალიაში გადმოხვიდე და გუნდში მისვლის წამიდანვე ეფექტური იყო. ვფიქრობ, ხვიჩა გიჟურად მაგარი ფეხბურთელია და ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მარადონაზე მოდიან ხომ ცალკე თემაა... სასიამოვნოა, ჩვენს ჩემპიონატში ასეთი კალიბრის ფეხბურთელს რომ ვხედავთ.”

“პარტენოპეი” სერია A-ს მომავალ ტურში “რომას” დაუპირისპირდება. კვარაცხელია სრულად გამოჯანმრთელდა და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45-ზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი