"რონალდუს შანსები რომ გამოეყენებინა, სხვა სცენარს მივიღებდით" | ალ-ნასრის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"რონალდუს შანსები რომ გამოეყენებინა, სხვა სცენარს მივიღებდით" | ალ-ნასრის მწვრთნელი

"რონალდუს შანსები რომ გამოეყენებინა, სხვა სცენარს მივიღებდით" | ალ-ნასრის მწვრთნელი
27-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეეხვედრაში ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ალ იტიჰადმა კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრი 3:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე მატჩში მასპინძლები მალევე, კერძოდ მე-15 წუთზე დაწინაურდნენ და თამაშის სცენარის განკარგვა დაიწყეს, თუმცა იქამდე სანამ ისინი მეორე გოლსაც გაიტანდნენ, კრიშტიანუ რონალდუს გასათანაბრებლად ერთი ძალიან კარგი შანსი მიეცა, რომელიც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ვერ გამოიყენა.

სწორედ რონალდუს გამოუყენებელ ეპიზოდზე ისაუბრა ალ-ნასრის მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, რომელმაც თითქოს ნახევარფინალის წაგებაში მისი პორტუგალიელი ფორვარდი დაადანაშაულა:

"ერთ-ერთი, რასაც თამაშის სცენარის შეცვლა შეეძლო ის გახლავთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს პირველ ნახევარში გაფუჭებული მომენტი უნდა გამოეყენებინა და ანგარიში გაგვეთანაბრებინა." - თქვა რუდი გარსიამ.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს არაბულ კლუბში 2 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული, თუმცა მას გოლი ჯერ არ გაუტანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი