"ხვიჩა კვარაცხელია პეპ გვარდიოლას ახალი სალაჰი იქნება" | Footballfancast » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია პეპ გვარდიოლას ახალი სალაჰი იქნება" | Footballfancast

"ხვიჩა კვარაცხელია პეპ გვარდიოლას ახალი სალაჰი იქნება" | Footballfancast
27-01-2023, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად ინტერესდება, განსაკუთრებით კი ტრანსფერის განხორციელებასა და შემდგომ მის პროდუქტიულობაზე როგორც პასუხისმგებელი, ისე სურვილის ინიციატორი თვით ხოსეპ გვარდიოლაა.

სწორედ ამ მიმდინარეობას განავრცობს ერთ-ერთი ბრიტანული ვებგვერდი, კერძოდ Footballfancast, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობათა სრული კომპლექტი გააჩნია იმისთვის, რათა პეპ გვარდიოლას ახალ მოჰამედ სალაჰად ჩამოყალიბდეს:

"მანჩესტერ სიტი ნაპოლის გამაოგნებელი ტალანტით ინტერესდება, პეპ გვარდიოლას კი ამოძრავებს სურვილი, რომ ხვიჩა კვარაცხელია კუთვნილ მოჰამედ სალაჰად აქციოს."

"New York Times-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი ამ ბიჭით სეზონის დასაწყისშივე აღფრთოვანდა და მასზე თქვა, რომ ხვიჩას გააჩნია სათამაშო სტილი, რომელიც უბრალოდ ძალიან გართობს და გახალისებს. სმიტი იმასაც ამბობდა, რომ კვარაცხელიას თამაშისგან მიღებული სიამოვნება უნიკალური რამაა და არაფერს შეედრება. ეს ყველაფერი სიმართლეა და ხვიჩას მართლაც შეუძლია, რომ ნაპოლის ნანატრი სკუდეტო მოუტანოს"

"ქართველი გარემარბი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მანჩესტერ სიტის მართლაც შეუძლია, რომ მასში გონივრული ინვესტიცია ჩადოს, რათა კუთვნილი მოჰამედ სალაჰი მიიღოს, რომელსაც ქალაქელები არაერთხელ გაუმწარებია. FBref-ის სტატისტიკით, ეგვიპტელი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო სტილით ყველაზე მეტად ჰგავს, მაგალითად კარში დარტყმებით (39.5%/40%), გრძელი პასებით (16/14) და მოსალოდნელი გოლისა და საგოლე პასის მაჩვენებლით (0.75/0.68)."

"აგრეთვე, Whoscored-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიასაც და მოჰამედ სალაჰსაც ახასიათებთ ფლანგიდან სიღრმეში შეჭრა, რასაც თამაშის კრიტიკულად გამწვავება მოჰყვება ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანჩესტერ სიტის ბოლო წლების მთავარი ინგლისური მეტოქე, კერძოდ ლივერპული რამხელა პრობლემებს უქმნის გვარდიოლას გუნდს, მაშინ პეპი ქართველის, ანუ ახალი სალაჰის შეძენაზე ნამდვილად უნდა დაფიქრდეს, რადგან ეგვიპტელი არის ფეხბურთელი, რომელსაც სიტისთან 18 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი გააჩნია, გვარდიოლას კი თავისი სალაჰი აუცილებლად გამოადგებოდა."
- წერს ბრიტანული ვებგვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი