"მისმა ბრწყინვალე გოლმა ხვიჩა კვარაცხელია გაგვახსენა" | Calcionapoli კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

"მისმა ბრწყინვალე გოლმა ხვიჩა კვარაცხელია გაგვახსენა" | Calcionapoli კვერნაძეზე

"მისმა ბრწყინვალე გოლმა ხვიჩა კვარაცხელია გაგვახსენა" | Calcionapoli კვერნაძეზე
27-01-2023, 16:34
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ელიტურ ფეხბურთში აღზევების შემდეგ, არაერთი იტალიური თუ ქართული გამოცემა გიორგი კვერნაძესაც ანალოგიურ გზას უწინასწარმეტყველებს, რომელიც ამ ეტაპზე ბათუმის დინამოში ირიცხება.

გიორგიმ თავის კლუბთან ერთად ამხანაგური შეხვედრა შტურმ გრაცის წინააღმდეგ გუშინ გამართა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა მხრიდან მეორე გოლი სწორედ კვერნაძემ გაიტანა, თანაც გიორგის ეს ყველაფერი ულამაზესად გამოუვიდა.

ცხადია, კვერნაძისადმი გამადიდებელი შუშით დაკვირვების პერიოდში იტალიელებს ეს გოლი ვერაფრით გამორჩებოდათ. რამდენიმე საათის წინ, Calcionapoli-მ ქართველის გენიალური შესრულების შესახებ დაწერა და კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ჯერზე შეადარა:

"ნაპოლის სამიზნე დინამო ბათუმში ეს-ესაა გადავიდა, თუმცა უკვე ბრწყინავს. შტურმის წინააღმდეგ გიორგიმ სუპერგოლი გაიტანა. ის მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიჭრა და ბურთი მეკარისაკენ შორეულ კუთხეში ჩაახვია. ამ გოლმა მისი თანამემამულის თამაში გაგვახსენა." - დაწერა იტალიურმა ვებგვერდმა.

ცნობისთვის, გიორგი კვერნაძის თამაშით არაერთი ბათუმელი გულშემატკივარი აღფრთოვანდა, რაც მათი მხრიდან გამოწვეული ემოციებით აიხსნება. როგორც ჩანს, ამ ბიჭში დიდი საგანძური იმალება..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი