გუარდიოლა: "არტეტას არსენალი ისე უყვარს, როგორც მე ბარსა" » სპორტის ხაზი

გუარდიოლა: "არტეტას არსენალი ისე უყვარს, როგორც მე ბარსა"

გუარდიოლა: "არტეტას არსენალი ისე უყვარს, როგორც მე ბარსა"
26-01-2023, 22:08
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ თავისი კოლეგის, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა. წარსულში მიკელი პეპის ასისტენტიც იყო "სიტიში."

"როცა არტეტა ჩემი ასისტენტი იყო, ჩვენს ყველა გოლს იგი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტომით აღნიშნავდა. ერთადერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც იგი ამას არ აკეთებდა, "არსენალი" იყო. ყოველთვის, როცა მიკელისკენ გავიხედავდი, ის სკამზე იჯდა. მას უყვარს "არსენალი".

ეს იგივეა, როგორც ჩემი და "ბარსელონას" შემთხვევა. მე აქ ან სადმე სხვაგან მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რომ ვმუშაობდე და "ბარსელონა" მირეკავდეს, უმალ დავბრუნდებოდი. ეს ჩემი კლუბია"- თქვა ესპანელმა.

არტეტას კლუბი ამჟამად პრემიერლიგის სატავეშია, "სიტი" მას 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი