ანასტასია გუბანოვამ თავისი შედეგი გააუმჯობესა - ბრწყინვალე გამოსვლა და 69.81 ქულა » სპორტის ხაზი

ანასტასია გუბანოვამ თავისი შედეგი გააუმჯობესა - ბრწყინვალე გამოსვლა და 69.81 ქულა

ანასტასია გუბანოვამ თავისი შედეგი გააუმჯობესა - ბრწყინვალე გამოსვლა და 69.81 ქულა
26-01-2023, 20:36
Aa Aa
გაზიარება:

ფიგურულ ციგურაობაში, ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, მოკლე პროგრამაში თავისი ნომრები გოგონებმა შეასრულეს.

ბრწყინვალედ იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ჩემპიონატზე 26-ე ნომრად გამოვიდა და 30 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამში 69.81 ქულა მიიღო და მეორეადგილოსანს, ბელგიელ მოციგურავე ლეონა ჰენდრიქსს თითქმის ორი ქულით აჯობა.

ამ შედეგით, გუბანოვამ ბრწყინვალე შანსი მიიღო, რომ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი საფეხურისთის და მედლისთვის იბრძოლოს.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ პროგრამაში ანასტასია 28 იანვარს წარსდგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით, ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში საკუთარი შედეგი (69.56 ქულა - 2018 წელი) გააუმჯობესა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი