'ჩემთვის 50 ათასი აშშ დოლარი აქვს მოსაცემი" - დვალიშვილმა მალიხინს წაგებული თანხა შეახსენა » სპორტის ხაზი

'ჩემთვის 50 ათასი აშშ დოლარი აქვს მოსაცემი" - დვალიშვილმა მალიხინს წაგებული თანხა შეახსენა

'ჩემთვის 50 ათასი აშშ დოლარი აქვს მოსაცემი" - დვალიშვილმა მალიხინს წაგებული თანხა შეახსენა
26-01-2023, 19:47
Aa Aa
გაზიარება:

UFC ქართველმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგის მესამე ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა თავის მომავალ მეტოქეს, პიოტრ იანსა და მის მეგობარს, ანატოლი მალიხინს მიმართა.

"ანატოლი და პიოტრი მეგობრები არიან. ერთს ჩემთვის 50 ათასი აშშ დოლარი აქვს მოსაცემი. მეორე კი იმედია 11 მარტის ბრძოლაზე უარს არ იტყვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მალაიზიაში გავემგზავრები და მათ იქ ვნახავ." - წერს მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა "მანქანამ" მალიხინს სანაძლეო მოუგო, როდესაც ივარაუდა, რომ ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანს დაამარცხება.

რაც შეეხება დვალიშვილისა და იანსი დაპირისპირებას, ის 11 მარტს UFC Vegas 71-ის ეგიდით გაიმართება და ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.

'ჩემთვის 50 ათასი აშშ დოლარი აქვს მოსაცემი" - დვალიშვილმა მალიხინს წაგებული თანხა შეახსენა

დვალიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი