ლიგა 2 | გიორგი მიქაუტაძე პირველი წრის სიმბოლურ XI-ში შეიყვანეს! » სპორტის ხაზი

ლიგა 2 | გიორგი მიქაუტაძე პირველი წრის სიმბოლურ XI-ში შეიყვანეს!

ლიგა 2 | გიორგი მიქაუტაძე პირველი წრის სიმბოლურ XI-ში შეიყვანეს!
27-01-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის პირველი ნახევარი ოფიციალურად დასრულებულია.

ჩემპიონატის პირველ ადგილს ლე ავრი 42 ქულით იკავებს, რასაც შემდგომ მოსდევს ზურიკო დავითაშვილის ბორდო 33 და გიორგი მიქაუტაძის მეცი 31 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა პირველი წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან მას 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. ამ მაჩვენებლებით გიორგი საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბომბარდირთა დავის მე-2 ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, მეცი და ბორდო თავიანთ მომდევნო შეხვედრებს ერთობლივად გამართავენ (28 იანვარი). ზურიკო დავითაშვილის გუნდი დიჟონს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის მეცი ვალენსიენესს შეხვდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველები მატჩებს გასვლით შეხვედრებში გამართავენ.

ლიგა 2 | გიორგი მიქაუტაძე პირველი წრის სიმბოლურ XI-ში შეიყვანეს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი