"დიდი მატჩების ფეხბურთელი ბრუნდება" | Tuttonapoli კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"დიდი მატჩების ფეხბურთელი ბრუნდება" | Tuttonapoli კვარაცხელიაზე

"დიდი მატჩების ფეხბურთელი ბრუნდება" | Tuttonapoli კვარაცხელიაზე
26-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მოახლოებულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ჟოზე მოურინიოს რომას სტადიო მარადონაზე უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის გარშემო ინტერესი ძალიან მაღალია, მით უფრო მაშინ, როდესაც მთელმა სამყარომ იცის, რომ ქართველი გარემარბი მწვანე მინდორს უბრუნდება.

სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა ერთ-ერთმა იტალიურმა ვებგვერდმა, კერძოდ Tuttonapoli-მ, რომელმაც სპალეტის 77-ე ნომერი დიდი მატჩების ფეხბურთელად მოიხსენია:

"მას შემდეგ, რაც ქართველმა ზედიზედ ორი თამაში გაციების გამო გამოტოვა, ახლა მას სურს, რომ მოედანს დაუბრუნდეს. ხვიჩა კვარაცხელია თავის სათამაშო ფორმას ეტაპობრივად აუმჯობესებს, მან ბოლო გუნდური ვარჯიშიც მშვენივრად ჩაატარა. ასევე, კვარა თანაგუნდელებთან ერთად დღესაც ივარჯიშებს და ინდივიდუალურ მზადებას ბოლომდე დაასრულებს."

"ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც დიდ მატჩებში გოლებით, საგოლე გადაცემებითა და მოპოვებული პენალტებით გამოირჩევა, მან ეს არაერთხელ გააკეთა. მაგალითად, მისგან უკანასკნელი დადგმული შოუ ტურინის იუვენტუსთან ვიხილეთ, სადაც მან 4 გოლში შეიტანა თავისი წვლილი, ის უბრალოდ დიდი მატჩების ფეხბურთელია."
- წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ნაპოლისა და რომას დაპირისპირება 29 იანვარს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი