ბათუმელთა მორიგი ტრანსფერი - ვიდაკოვიჩი “დინამოში” ითამაშებს » სპორტის ხაზი

ბათუმელთა მორიგი ტრანსფერი - ვიდაკოვიჩი “დინამოში” ითამაშებს

ბათუმელთა მორიგი ტრანსფერი - ვიდაკოვიჩი “დინამოში” ითამაშებს
26-01-2023, 11:57
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკი ფეხბურთელი, ვლადინ ვიდაკოვიჩი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაცია შავიზღვისპირელთა გუნდის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ბათუმის "დინამომ" ახალგაზრდა ფეხბურთელი "მარიბორიდან" 1 წლიანი იჯარით შეიძინა. სეზონის ბოლოს გია გეგუჩაძის გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მარიბორის" შემადგენლობაში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვლადინ ვიდაკოვიჩს "სპარტაკი სუბოტიცაშიც" უთამაშია. ასევე, 23 წლის მოთამაშემ სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი