ამას ვერავინ წარმოიდგენდა - "ნაპოლის" ახალი რეკორდი, რომლის განმეორება მარტივი არ არის » სპორტის ხაზი

ამას ვერავინ წარმოიდგენდა - "ნაპოლის" ახალი რეკორდი, რომლის განმეორება მარტივი არ არის

ამას ვერავინ წარმოიდგენდა - "ნაპოლის" ახალი რეკორდი, რომლის განმეორება მარტივი არ არის
25-01-2023, 16:05
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრაფერო ფანჯრის დროს უცნაური სატრანსფერო პოლიტიკით და გუნდის ლიდერების გაშვების შემდეგ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სპალეტის ახალი "ნაპოლი" მწვერვალებს დაიპყრობდა და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იქნებოდა.

ახლა პარტენოპეი, სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ, პირველ ადგილზე 50 ქულით იმყოფება და მეორე ადგილოსან "მილანს" 12 ქულით უსწრებს, გუნდს, რომელიც წინა სეზონში სკუდეტოს გამარჯვებული გახდა.

ასეთი სცენარი სერია A-ს ისტორიას არ ახსოვს, რადგან იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, პირველი ტურის ბოლოს, პირველსა და მეორეს გუნდს შორის სხვაობა არანაკლებ 12 ქულაა. ეს სხვაობა ჩემპიონატის შუა პერიოდში ყველაზე მაღალია.

ასევე იტალიური კლუბი "არსენალთან" ერთად ერთადერთი კლუბია, რომელსაც ტოპ 5 ლიგაში 50 ქულა დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი