გუარდიოლა: “ძირითადისთვის დე ბრუინმაც უნდა იბრძოლოს” » სპორტის ხაზი

გუარდიოლა: “ძირითადისთვის დე ბრუინმაც უნდა იბრძოლოს”

გუარდიოლა: “ძირითადისთვის დე ბრუინმაც უნდა იბრძოლოს”
25-01-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ “ტოტენჰემთან” მატჩის შემდგომ კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა.

შვიდი წლის განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. ვიცი, კევინი მზად როდის არის და როდის არა… ეს ნორმალურია. ბევრ მატჩს ვთამაშობთ. ზოგჯერ ამ პოზიციაზე სხვა ტიპის ფეხბურთელი გვჭირდება.

გუნდში დიდი კონკურენციაა და ხანდახან საჭიროა მოთამაშეები, რომლებსაც კონკრეტული უნარები აქვთ. ამიტომ, ადგილისთვის ბრძოლა დე ბრუინესაც კი უწევს” –განაცხადა პეპმა.

მიმდინარე სეზონში ბელგიელი ნახევარმცველის ანგარიშზე ქალაქელთა მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი