ლუკა გამოჯანმრთელდა | ლოჩოშვილი ვარჯიშს დღეს განაახლებს » სპორტის ხაზი

ლუკა გამოჯანმრთელდა | ლოჩოშვილი ვარჯიშს დღეს განაახლებს

ლუკა გამოჯანმრთელდა | ლოჩოშვილი ვარჯიშს დღეს განაახლებს
24-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ლუკა ლოჩოშვილის იტალიის ჩემპიონატში გამოჩენის შემდეგ, ქართველს მასიმილიანო ალვინი მუდმივად ენდობოდა და დიდ სათამაშო დროსაც აძლევდა.

სამწუხაროდ, ბოლოსკენ ქართველმა მცველმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

საგულისხმოა, რომ კრემონეზეში ახალი მწვრთნელი დაინიშნა, ის 59 წლის დავიდე ბალარდინია, რომლის ხელშიც ლუკას ჯერ არ უთამაშია. თითქოს, გაჩნდა ეჭვი, რომ ახალი სპეციალისტი ქართველს არ ენდობოდა, თუმცა ყველაფერი ტრავმისგან გამოწვეული პრობლემებით აიხსნება.

როგორც Geo Team-მა დაწერა, ქართველმა ფეხბურთელმა მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ვარჯიშს დღეს განაახლებს.

ამდენად, დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში ლუკა ლოჩოშვილმა დავიდე ბალარდინის ხელში პირველი შეხვედრა ჩაატაროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი