"ხვიჩა კვარაცხელია დასვენების დღესაც კი რომასთვის ემზადება" | Calcionapoli24 » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია დასვენების დღესაც კი რომასთვის ემზადება" | Calcionapoli24

"ხვიჩა კვარაცხელია დასვენების დღესაც კი რომასთვის ემზადება" | Calcionapoli24
24-01-2023, 12:58
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის ნაპოლი რომას წინააღმდეგ 29 იანვარს ითამაშებს და სატურნირო ცხრილში მოპოვებული დიდი სხვაობის კიდევ უფრო გაზრდას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Calcionapoli-მ დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ორი თანაგუნდელი რომასთან მატჩისთვის სპალეტისგან მინიჭებულ დასვენების დღეებშიც კი ემზადებიან:

"ნაპოლისა და რომას დაპირისპირების წინ კვირა ცოცხლდება! შაბათს სალერნიტანას დამარცხების შემდეგ, სერია A-ს ლიდერები მარადონაზე ჟოზე მოურინიოს რომას დაუხვდებიან. წინა თამაშისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, სპალეტის ხელში კიდევ ერთი იარაღი იქნება - ხვიჩა კვარაცხელია!"

"უკვე ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი გრიპისგან გამოჯანმრთელდა და სპალეტისგან მინიჭებული დასვენების დღის მიუხედავად, მან, დიეგო დემემ და ჟუან ჟესუსმა საწვრთნელ ბაზაზე დამატებით ვარჯიშით გამოიჩინეს თავი. ეს ნაპოლისთვის შესანიშნავი სიახლეა, რომელიც თავის ქართულ ნიჭს სულ მალე ხელახლა აღმოაჩენს."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

ალბათ, საკუთარი საქმისადმი ასეთი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით გამსჭვალული დამოკიდებულებაც ცხადყოფს, თუ რამდენად შორს შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა და წარმატების მიღწევა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი