კეინს “ტოტენჰემის” საუკეთესო მეგოლეობამდე 1 გოლი აშორებს » სპორტის ხაზი

კეინს “ტოტენჰემის” საუკეთესო მეგოლეობამდე 1 გოლი აშორებს

კეინს “ტოტენჰემის” საუკეთესო მეგოლეობამდე 1 გოლი აშორებს
24-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისელი შემტევი, ჰარი კეინი 2011-12 წლების სეზონიდან მოყოლებული ლონდონის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს. 12 წლის მანძილზე მან “დეზების” მაისურით 415 შეხვედრა გამართა და გუშინ “ფულემის” კარში გატანილი ბურთის ჩათვლით 266 გოლი მოუგროვდა.

აუცილებელია, რომ ვახსენოთ შემდგომი ფაქტი - ჰარი კეინი გაუთანაბრდა “ტოტენჰემის” ლეგენდას, ჯიმი გრივზს, რომელსაც ასევე 266 გოლი აქვს გატანილი ლონდონელთა რიგებში. შესაბამისად, “დეზების” ცხრიანს ერთადერთი გოლი აშორებს, რათა გახდეს “ტოტენჰემის” ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

იხილეთ კეინის გუშინდელი გოლი ⬇️


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი