ცნობილია, რა შემადგენლობა წავა საქართველოდან პარიზის გრანდ სლემზე » სპორტის ხაზი

ცნობილია, რა შემადგენლობა წავა საქართველოდან პარიზის გრანდ სლემზე

ცნობილია, რა შემადგენლობა წავა საქართველოდან პარიზის გრანდ სლემზე
24-01-2023, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

27-დან 29 იანვრის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოს მასტერსი გაიმართება. ქართველი მებრძოლები აღნიშნულ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას:

გიორგი სარდალაშვილი 60 კგ.), გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია (ორივე – 66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.).

ამის შემდგომ უკვე ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი პარიზის გრანდ სლემი დაიწყება. დღეს ცნობილი გახდა, თუ ვინ დაიცავს აღნიშნულ შეჯიბრზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას:

თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი