რომელი ქართველი ფეხბურთელის გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებელ მატჩში? » სპორტის ხაზი

რომელი ქართველი ფეხბურთელის გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებელ მატჩში?

რომელი ქართველი ფეხბურთელის გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებელ მატჩში?
23-01-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

გია გეგუჩაძის დინამო ბათუმი 2023/2024 წლების სეზონისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც აჭარული კლუბი ამხანაგურ შეხვედრებს მართავს.

სწორედ ასე, ბათუმელებმა პირველი მოსამზადებელი მატჩი 20 იანვარს, პოლონური ვიძევის წინააღმდეგ გამართეს და 4:2 დამარცხდნენ. ჩვენი მხრიდან გოლები ბიძინაშვილმა და მამუჩაშვილმა გაიტანეს.

რაც შეეხება მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას, მას ბათუმის დინამო ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცის წინააღმდეგ 26 იანვარს გამართავს.

ცნობისთვის, ქართველი ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბში 2018/2019 წლების სეზონიდან თამაშობს და ამავე გუნდთან ოთარს კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი