სიკვდილის შიში დაავიწყა - უცნობი ისტორია ლაშა ტალახაძეზე » სპორტის ხაზი

სიკვდილის შიში დაავიწყა - უცნობი ისტორია ლაშა ტალახაძეზე

სიკვდილის შიში დაავიწყა - უცნობი ისტორია ლაშა ტალახაძეზე
26-04-2023, 20:57
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ლაშა ტალახაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს:

"როცა ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თოდუას კლინიკაში სხივურ თერაპიაზე დავდიოდი. კლინიკაში დიდი ეკრანი გვქონდა და თვალს ვადევნებდით ოლიმპიადას, იმ დღეს ლაშას გამოსვლას ველოდებოდით ყველა იქ მყოფი და იცით როგორი ადამიანები იყვნენ ჩვენ შორის? აი, რომ იციან დღეს, თუ ხვალ, რომ აღარ იქნებიან, ზოგი ვერ ლაპარაკობდა, ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი კი საკაცით იყო, იქ ყველა კიბოს ვებრძოდით და ამით სიკვდილსაც ვუცხადებდით ომს და სწორედ ასეთ დროს, ასეთ ადამიანებს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა, არავინ არ შევდიოდით სხივური თერაპიის კაბინეტში, არადა იქამდე უზარმაზარ რიგში ვიყავით და მხოლოდ ამ ადამიანმა შეძლო სიკვდილის შიში გვერდზე გადაგვედო და მის გამარჯვებას დავლოდებოდით და აი, ლაშამ მოიპოვა ეს გამარჯვება, ვერ აგიღწერთ იქ რა ხდებოდა, ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით და ვინ იცის, იქნებ ლაშას გამარჯვება ზოგი მათგანისთვის, ბოლო დიდი სიხარული იყო..

მის მერეც ბევრჯერ გაგვაოცა და გაგვახარა ლაშამ, ბევრი ქვეყანა ისურვებდა, რომ ის მათი ყოფილიყო. ლაშამ მთელ ერს იმხელა სიხარული და გამარჯვება მოუტანა, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო
",- წერს მარიამ ბობოხია სოციალლურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი