"ერთი წამითაც არ მიფიქრია" - რატომ არ დატოვა გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტი" » სპორტის ხაზი

"ერთი წამითაც არ მიფიქრია" - რატომ არ დატოვა გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტი"

"ერთი წამითაც არ მიფიქრია" - რატომ არ დატოვა გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტი"
13-04-2023, 01:44
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ განმარტა, თუ რატომ არ უნდოდა წასვლა ქალაქელების რიგებიდან.

ვერ მოვიტყუები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე კლუბიდან შემოთავაზებები მქონდა. ფეხბურთელის გადმოსახედიდან შეიძლება წავსულიყავი და უფრო სხვანაირად განვითარებულიყო ჩემი კარიერა, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით მე ჩაძირული გემიდან ვერ გადმოვხტებოდი. მანჩესტერელებმა იმხელა სიყვარული, სითბო და მხარდაჭერა მომანიჭეს, რომ ერთი წამითაც არ მიფიქრია სხვაგან წასვლა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, რომ “მანჩესტერ სიტის” გულით მივხმარებოდი”, – ამბობს ქინქლაძე.

შეგახსენებთ, რომ 1995 წლის ივლისში, გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტიმ” “დინამო თბილისისგან” იყიდა.

მან “მეინ როუდზე” სამი სეზონი გაატარა და შემდეგ ინგლისურმა კლუბმა “აიაქსში” გაყიდა.

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში დღემდე ყველაზე დაფასებული ფეხბურთელია მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ “სიტის” არაერთი ვარსკვლავი ჰყოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი