ხმაურიანი ტრანსფერი | მადრიდის რეალის შემტევი ბარსელონაში გადადის? » სპორტის ხაზი

ხმაურიანი ტრანსფერი | მადრიდის რეალის შემტევი ბარსელონაში გადადის?

ხმაურიანი ტრანსფერი | მადრიდის რეალის შემტევი ბარსელონაში გადადის?
23-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Diario Sport წერს, მადრიდის რეალის 27 წლის შემტევის, მარკო ასენსიოს აგენტმა ესპანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებსა და მადრიდული გრანდის მოსისხლე მტერს, კატალონიის ბარსელონას შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ასენსიოს ტრანსფერი თავად "ბლაუგრანას" წარმომადგენლებსაც მოსწონთ და ამის შესახებ მხარეები მეტი კონკრეტიკისთვის თვის ბოლოს ისაუბრებენ.

სამეფო გუნდის ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, რომლის გახანგრძლივების შემოთავაზებაც რეალისგან ასენსიომ უკვე მიიღო, თუმცა ესპანელს ხელფასი ეცოტავა და მისმა აგენტმაც ახალი კლუბის ძიება დაიწყო.

ცნობისთვის, მარკო ასენსიოს აგენტი პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ბარსელონასთან კარგი ურთიერთობა აქვს და სულაც არ გამოვრიცხოთ, რომ ამავე წლის საზაფხულო ტრანსფერების ამოქმედებისას ასენსიო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში აღმოჩნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი