"ოსი & კვარა - დუეტი, რომელიც ნეაპოლის ოცნებას რეალობად აქცევს" | Il Mattino » სპორტის ხაზი

"ოსი & კვარა - დუეტი, რომელიც ნეაპოლის ოცნებას რეალობად აქცევს" | Il Mattino

"ოსი & კვარა - დუეტი, რომელიც ნეაპოლის ოცნებას რეალობად აქცევს" | Il Mattino
23-01-2023, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი დუეტის, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ შექმნილი აჟიოტაჟი არ წყდება. რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა ვებგვერდმა, კერძოდ Il Mattino-მ ნაპოლის ფორვარდებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ოსი & კვარას დუეტი ნეაპოლს ოცნების ახდენამდე მიიყვანს:

"თოკზე მოსიარულე გოლის გამტანი, ნიჭით სავსე და მუდმივად მოგებაზე დაგეშილი, ეს ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელი ფორვარდი იმ რეკორდების ნამდვილ სახეს წარმოადგენს, რომლებსაც ნაპოლი ამ სეზონში ამყარებს, თუმცა დღევანდელ რეალობას ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში მყოფი დუეტი გვაძლევს - ვიქტორი და ხვიჩა, იგივე როგორც ბეტმენი და რობინი. შეეცადეთ და შეაჩერეთ ისინი მოედანზე, მათ სერია A-ში ერთად უკვე 20 გოლი გაიტანეს, თითქმის ნახევარი, რაც მთლიანმა გუნდმა (46)."

"ოსიმენი და კვარაცხელია ერთმანეთს მუდმივად ეძებენ და პოულობენ კიდეც. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ უნდა შექმნან განსხვავება, რაც იუვენტუსთან ნათლად გამოისახა. ამჟამად, ოსი & კვარას დუეტს თამამად შეუძლია, რომ ნაპოლის ისტორიაში მსგავსი შედეგით გამორჩეულ სხვა წყვილებს, მაგალითად გონსალო იგუაინისა და ლორენცო ინსინიეს ორეულს ამაყად გადახედოს, რომლებმაც 20 გოლი ერთად 2013/2014 წლებში გაიტანეს."

"ამ ბრწყინვალე დუეტს შეუძლია, რომ ქალაქი ნეაპოლის ოცნება რეალობად აქციოს. მათი საუკეთესო შედეგი (20 გოლი ერთად) განვითარებისკენ მიიწევს და უახლოეს ადგილას მყოფ მარადონა & კარეკას დუეტს უახლოვდება, რომლებმაც საერთო ძალისხმევით 28 გოლი 1987/1988 წლებში გაიტანეს. რაც შეეხება უმაღლეს პოზიციებს, ის ედინსონ კავანისა და ეზეკიელ ლავეცის ეკუთვნით, მათ ჯამურად 32 გოლის გატანა 2010/2011 წლებში შეძლეს."
- წერს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს რომას წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი