კიდევ ერთი წარმატება - ნაკრების ხუთი მედალი ნიცადან » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი წარმატება - ნაკრების ხუთი მედალი ნიცადან

კიდევ ერთი წარმატება - ნაკრების ხუთი მედალი ნიცადან
23-01-2023, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნიცაში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა, ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიმ, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მოჭიდავეებიც იღებდნენ. 21 იანვარს შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ და მათ ექვსი მედალი მოიპოვეს. აქედან ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) - ბრინჯაოებს.

დღეს კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. საქართველოს ნაკრებს შემდეგი სპორტსმენები წარმოადგენდნენ: 55კგ - აკაკი ოსიაშვილი, 60კგ - ფრიდონ აბულაძე, 63კგ - ბექა გურული, 67კგ - ლევან ქავჟარაძე, 72კგ - ნიკა ყორშია, 77კგ - ხვიჩა ანანიძე, 82კგ - ბექა მამუკაშვილი, 87კგ - აივენგო რიკაძე, 97კგ - გიორგი ქაცანაშვილი, 130კგ - სულხან ბუიძე.

ჩვენმა ნაკრებმა დღეს სულ ხუთი მედალი მიიღო. ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო! ბრინჯაოს მედალს ნიკა ყორშია დაეუფლა . მას პოლონელი ალექსანდრ მიელევჩიკი ეცილებოდა, რომელსაც 8:0 მოუგო. ნიცას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა ფრიდონ აბულაძე. ფინალში ქართველმა უკრაინელი მოწინააღმდეგე 5:1 დაჯაბნა. ოქროს მოგება შეძლო აკაკი ოსიაშვილმაც. აივენგო რიკაძემ და გიორგი ქაცანაშვილმა კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.