ბრწყინვალე თამაში - ჯოკოვიჩი AO-ს მეოთხედფინალშია » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე თამაში - ჯოკოვიჩი AO-ს მეოთხედფინალშია

ბრწყინვალე თამაში - ჯოკოვიჩი AO-ს მეოთხედფინალშია
23-01-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

2023 წლის საჩოგბურთო სეზონის ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა და სლემების 21-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ალექს დე მინორი სამ სეტში 6-2; 6-1; 6-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ზედიზედ 25-ე გამარჯვება მოიპოვა და რეკორდის გამეორებამდე ერთი მოგება აშორებს.

აღნიშნულ კომპონენტში საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ არგენტინელ ჩოგბურთელს, ანდრე აგასის ეკუთვნის, რომელსაც AO-ზე ზედიზედ 26-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ბოლოს 2018 წელს, მეოთხე რაუინდში, სამხრეთ კორეელ ჩუნგ ჰიეონთან დამარცხდა, რიოს შემდეგაც სერბმა ტურნირი ზედიზედ სამჯერ, 2019, 2020 და 2021 წლებში მოიგო. ხოლო, გასულ სეზონში ის ავსტრალიაში არ შეუშვეს, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი თქვა.

მეოთხედფინალში ნოლეს მეტოქე ATP რეიტინგის მეექვსე ნომერი, ანდრეი რუბლიოვი იქნება. მატჩი 25 იანვარს არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი