კიდევ 2 კლუბი - გამოძიებამ “მილანსა” და “რომას” მიაკითხა » სპორტის ხაზი

კიდევ 2 კლუბი - გამოძიებამ “მილანსა” და “რომას” მიაკითხა

კიდევ 2 კლუბი - გამოძიებამ “მილანსა” და “რომას” მიაკითხა
24-01-2023, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ კაპიტალის ხელოვნური ზრდის სკანდალში ტურინის “იუვენტუსი” გაეხვა. “ბიანკონერის” სერია A-ში 15 ქულა დააკლდა. გამოძიება სხვა კლუბების გარშემოც მიმდინარეობს. “ნაპოლის” გარდა სასამართლო “მილანსა” და “რომას” მიადგა.

რაში მდგომარეობს საქმე? 2018 წელს “იუვენტუსმა” და “მილანმა” მატია კალდარა და ლეონარდო ბონუჩი გაცვალეს, ხოლო 2019 წელს ”ბიანკონერიმ”და “რომამ” ლეონარდო სპინაცოლა და ლუკა პელეგრინი. ვინაიდან ”იუვე” აღნიშნული საქმეების გამოც დააჯარიმეს, გამოძიება ზემოთხსენებულ კლიბებსაც შეეხება.

“მილანი” აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

კაპიტალის ზრდის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა 22 თებერვალსაა ჩანიშნული და უფრო მეტი დეტალი სწორედ მაშინ უნდა გაირკვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი