შერმადინმა “რეალ ბეტისს” 11 ქულა ჩაუგდო » სპორტის ხაზი

შერმადინმა “რეალ ბეტისს” 11 ქულა ჩაუგდო

შერმადინმა “რეალ ბეტისს” 11 ქულა ჩაუგდო
23-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიომატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა. ტენერიფელებმა "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და ანგარიშით 88:64 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინკ კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვებით "ტენერიფემ" თასზე განთესვა გაინაღდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი