“დინამო” თურქულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა » სპორტის ხაზი

“დინამო” თურქულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა

“დინამო” თურქულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა
23-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “დინამო” წინასასეზონო მომზადებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადის. საქართველოს დედაქალაქელებმა უკრაინულ “დნიპრო 1-თან” ფრედ 3-3 ითამაშეს, ბულგარულ “პლოვდივთან” კი იმარჯვეს.

გუშინ “დინამო” ირაკლი აზაროვის “ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდა. მატჩი მეტად დაძაბული იყო. ჯამში შეხვედრაში 5 გოლი ვიხილეთ. სერბებმა ქართველებს აჯობეს და 3-2 იმარჯვეს. თბილისელთა მხრიდან გოლის ავტორები იმრან ულად ომარი და ვაგნერ გონსალვეში არიან. აღნიშნული შეხვედრით თურქული შეკრების პირველი ნაწილი დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.