VIDEO: ოქროს ტალანტი | გიორგი ჩაკვეტაძის 5 გამორჩეული გოლი ნაკრებში » სპორტის ხაზი

VIDEO: ოქროს ტალანტი | გიორგი ჩაკვეტაძის 5 გამორჩეული გოლი ნაკრებში

VIDEO: ოქროს ტალანტი | გიორგი ჩაკვეტაძის 5 გამორჩეული გოლი ნაკრებში
22-01-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დეკადის განმავლობაში, ჩვენი ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ არაერთ თქვენგანს აუცრუვდა გული ფეხბურთზე, მაგრამ გულშემატკივართა ამ სპორტისადმი სიყვარულის ხელახალი გაღვივება გიორგი ჩაკვეტაძემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რომელიც ქართულ ფეხბურთში სრული გენიალურობით გამოჩნდა.

ყველას გემახსოვრებათ 2018/2019 წლების ერთა ლიგა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძემ 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაკვე ის ფეხბურთელი იყო, ვინც ეროვნულ ნაკრებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

სამწუხაროდ, გიორგის კარიერა ბოლო წლებში კარგად არ განვითარებულა, მიზეზი კი ქართული ფეხბურთისადმი დამახასიათებელი მთავარი სენი გახდა - ტრავმიანობა. მიუხედავად ამისა, ჩაკვე ახლა სლოვან ბრატისლავაში ვლადიმერ ვაისთან ერთან იმყოფება და ზუსტად ვიცით, რომ ქართველ ტალანტს საუკეთესოდ გაუფრთხილდებიან.

მოდით, რადგან ასეთ ნიჭიერ მოთამაშეზე ვსაუბრობთ, მისი 5 გამორჩეული გოლიც ვნახოთ, რომელიც ჩაკვეტაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით გაიტანა - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი