ლა ლიგის TOP 10 | მამარდაშვილი მოგერიებებით საუკეთესოთა შორისაა! » სპორტის ხაზი

ლა ლიგის TOP 10 | მამარდაშვილი მოგერიებებით საუკეთესოთა შორისაა!

ლა ლიგის TOP 10 | მამარდაშვილი მოგერიებებით საუკეთესოთა შორისაა!
22-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო წლებში მეკარის პოზიციაზე სანერვიულო რომ არ აქვს, ამას გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაში ამოწმებს, რომელიც ვალენსიაში შესანიშნავ შეხვედრებს ატარებს და საფეხბურთო რეპუტაციას სულ უფრო და უფრო იზრდის.

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებობს მეკარეთა განყოფილება, სადაც ოცივე გუნდის პირველი ნომრის მოგერიებათა მთელი რაოდენობაა მოცემული.

სწორედ ასე, ქართველი მეკარე ლა ლიგის 10 საუკეთესო მეკარეს შორის იმყოფება, გიორგი მამარდაშვილი მეათე პოზიციას 45 მოგერიებით იკავებს, მას კი თითო-თითო მოგერიებით ჟერონიმო რული (რეალ სოსიედადი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა) და სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო) უსწრებენ:

ლა ლიგის TOP 10 | მამარდაშვილი მოგერიებებით საუკეთესოთა შორისაა!

გიორგი მამარდაშვილის პოზიცია მოგერიებების მიხედვით


ცნობისთვის, ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 პოზიციას 19 ქულით იკავებს. რაც შეეხება "ღამურების" მომდევნო შეხვედრას, ის ორშაბათს 00:00 საათზე ალმერიას წინააღმდეგ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი