ღირსეული საქციელი | ანტე რებიჩი მშობლიურ სოფელს ფინანსურად დაეხმარა » სპორტის ხაზი

ღირსეული საქციელი | ანტე რებიჩი მშობლიურ სოფელს ფინანსურად დაეხმარა

ღირსეული საქციელი | ანტე რებიჩი მშობლიურ სოფელს ფინანსურად დაეხმარა
22-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორვატიის ნაკრებისა და მილანის ფეხბურთელმა, ანტე რებიჩმა მშობლიურ სოფელს ფულადი დახმარება გაუწია.

იტალიური კლუბის მე-12 ნომერი წარმოშობით ხორვატიის მომცრო სოფლიდან არის, რომელშიც სულ რაღაც 2000 ადამიანი ცხოვრობს.

როგორც იცით, ანტე რებიჩს საკუთარ ნაკრებთან საქმე აერია, თუმცა მიუხედავად ამისა, ხორვატმა ფეხბურთელმა საკუთარი ფესვები არ დაივიწყა და მშობლიურ სოფელს ფინანსურად დაეხმარა.

რებიჩის მატერიალური დახმარება ასე გამოიყურება: მან სოფლის მოსახლეობის 1/4-ს ვალები თავად გაუსტუმრა და ამავე სოფელში არსებულ შშმპ დაწესებულებაში დიდი ოდენობის თანხა გადარიცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი