ლუდოგორეცი, შახტარი და სხვები - მეორე შეკრებაზე დინამო თბილისის ყველა მეტოქე ცნობილია » სპორტის ხაზი

ლუდოგორეცი, შახტარი და სხვები - მეორე შეკრებაზე დინამო თბილისის ყველა მეტოქე ცნობილია

ლუდოგორეცი, შახტარი და სხვები - მეორე შეკრებაზე დინამო თბილისის ყველა მეტოქე ცნობილია
22-01-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ, თბილისელთა მეორე შეკრება ასევე ანტალიაშია დაგეგმილი. აღნიშნულ პერიოდში ჩვენი გუნდი ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დინამო თბილისი პირველ შეკრებას 22 იანვარს დაასრულებს, სამდღიანი დასვენების შემდეგ კი, საწვრთნელი პროცესი 25 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს - 28 იანვარს გიორგი ჭიაბრეშვილის გუნდის მეტოქე ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი - ლუდოგორეცი იქნება, 1 თებერვალს ლურჯ-თეთრები ლიეტუვის ჩემპიონს - ვილნიუსის ჟალგირისს შევხვდებიან, ხოლო მომდევნო დღეს ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანს - ტობოლს დაუპირისპირდებიან.

5 თებერვალს დედაქალაქური გუნდის მეტოქე მაკედონიის ჩემპიონი - შკუპი იქნება, 8 თებერვალს დინამო დონეცკის შახტარს შეხვდება და თურქული შეკრება კი, 9 თებერვალს, ლატვიის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანთან - რიგასთან მატჩით დასრულდება.

​თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის იუთუბ არხზე იხილავთ.

წყარო: fcdinamo.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი