საოცარი შედეგი - ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს » სპორტის ხაზი

საოცარი შედეგი - ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საოცარი შედეგი - ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს
22-01-2023, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

22 იანვრიდან შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე კი შემდეგი სპორტსმენები გავლენ:

55 კგ – აკაკი ოსიაშვილი

60 კგ – ფრიდონ აბულაძე

63 კგ – ბექა გურული

67 კგ – ლევან ქავჟარაძე

72 კგ – ნიკა ყორშია

77 კგ – ხვიჩა ანანიძე

82 კგ – ბექა მამუკაშვილი

87 კგ – აივენგო რიკაძე

97 კგ – გიორგი ქაცანაშვილი

130 კგ – სულხან ბუიძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი