"ახალი კონტრაქტი? არა, ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ქართველზე საურბრობს » სპორტის ხაზი

"ახალი კონტრაქტი? არა, ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ქართველზე საურბრობს

"ახალი კონტრაქტი? არა, ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ქართველზე საურბრობს
22-01-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა Dazn-თან ინტერვიუში სატრანსფერო სიახლეების შესახებ რამდენიმე კითხვას უპასუხა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

როგორც კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რადგან მას კონტრაქტი გაფორმებული აქვს, მის აგენტებთან კი საიმედო ურთიერთობა არსებობს.

"ამ დროისთვის კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება არ არის. მას ისედაც ხანგრძლივი ხელშეკრულება აქვს „ნაპოლისთან“. ამავე დროს კარგი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელთან და მის აგენტებთან.

ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ. ახლა გვჭირდება ფოკუსირება ყოველდღიურ ამოცანებზე და შედეგებზე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონობის მოპოვებაა."
– განმარტა ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა.

ნოემბრიდან იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელია პარტენოპეისთან კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებდა, საპასუხოდ კი კლუბი მას ხელფასს გაუორმაგებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი