ჩალჰანოღლუ: “ინტერი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს” » სპორტის ხაზი

ჩალჰანოღლუ: “ინტერი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

ჩალჰანოღლუ: “ინტერი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”
22-01-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ იტალიის სუპერ თასზე თავისი ყოფილი გუნდის, “მილანის” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი დააფიქსირა:

“ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მჯერა, რომ ამ სეზონში ამას შევძლებთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარგი განცდა მაქვს. ძალიან ძლიერი ჯგუფიდან გავედით, “პორტუც” ძალიან ძლიერია, მაგრამ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც “ბარსელონას”წინააღმდეგ, მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია.”

აქვე შეგახსენებთ, “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პორტუს” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი