ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "იუვენტუსის" მიმდინარე სიტუაციაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:
"ვფიქრობ, რომ თუ ამ წესის გამო იუვენტუსი ისჯება, მაშინ ეს თითოეულ გუნდს უნდა შეეხოს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
თუ იუვემ შეცდომა დაუშვა, სწორია, რომ ისინი უნდა დაისაჯონ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ იმავე მეთოდს უამრავი იტალიური და ევროპული გუნდი მიმართავს, ამიტომ, ამჯერად, მე იუვეს მხარეს ვარ"
კასანო “ბიანკონერისადმი” კრიტიკული და უხეში საუბრით ცნობილია, მაგრამ მან აღნიშნულ საქმეში ტურინული კლუბის მხარე დაიჭირა.