21 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

21 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

21 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა
24-09-2022, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა პორტუგალიისა და საქართველოს 21 წლამდელთა ამხანაგური დაპირისპირება, რომელიც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, 4-1.

საქართველოს მხრიდან თავის გამოჩენა გიორგი მოისწრაფიშვილმა მოახერხა, ხოლო პორტუგალიიდან გოლები ბერნარდომ, კოშტამ, ენრიკე არაუხომ და სოუზამ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო საბა საზონოვი, რომელიც გუნდის ახალწვეულია. რამდენიმე დღის წინ, საზონოვმა რუსეთის ნაკრებს უარი განუცხადა და საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი